ზესტაფონის მერიაში ადაპტირებული ლიფტის დამონტაჟებისთვის 64 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა

114

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციულ შენობაში ადაპტირებული ლიფტის დასამონტაჟებლად ტენდერი გამოაცხადა.

ადაპტირებული ლიფტის შესყიდვა – მონტაჟის ფინანსური უზრუვველყოფა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება, რისთვისაც 64 000 ლარია გამოყოფილი.

არსებული პროექტის მიხედვით, სამსართულიან შენობაში, სადაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულოა განთავსებული, ადაპტირებული ლიფტით 1 დან – მე -3 სართულამდე იქნება გადაადგილება შესაძლებელი.

როგორც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგლიჩიძე ამბობს, ადაპტირებული სივრცე ყველას თანაბარ შესაძლებლობას მისცემს, ადმინისტრაციულ შენობაში თავისუფლად გადაადგილდნენ, ყოველგვარი ბარიერებისა და შეზღუდვების გარეშე.

ტენდერი მერიამ 2019 წლის 10 სექტემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 2019 წლის 25 სექტემბერს დასრულდება.