ხვალ სიღნაღის მერიაში სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში საპროექტო წინადადების ავტორებს შეხვდებიან

152

წინა სტატია

13 სექტემბერს სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში საპროექტო წინადადების ავტორებთან სამუშაო შეხვედრა იგეგმება, რომლის მთავარი მიზანი მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების მიმოხილვა იქნება, – აცხადებენ სიღნაღის მერიაში.

მათივე ცნობით, შეხვედრა სიღნაღის მერის პირველი მოადგილის მადონა ბატიაშვილის სამუშაო ოთახში გაიმართება, რომელსაც ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

“იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პროექტის ავტორი ვერ შეძლებს შეხვედრაზე დასწრებას, მისთვის დაინიშნება ალტერნატიული დღე, რომელიც წინასწარ დაანონსდება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ”, – ამბობენ მერიაში.

შეხვედრის განრიგი:პირველი ზონა – 11:00 საათი; მეორე ზონა – 13:00 საათი; მესამე ზონა – 15:00 საათი;

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში კონსესუსის ეტაპი დასრულდა. მოქალაქეების მიერ წარდგენილი საპროექტო წინადადებები იხილეთ ბმულზე.