ქუთაისში უსახლკარო ადამიანებისათვის სოციალური საცხოვრისის მოწყობა დასრულდა

1895

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსახლკარო ადამიანებისათვის სოციალური საცხოვრისის მოწყობა დასრულდა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეზოს და მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საბინაო სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა.

საცხოვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია სპორტული მოედნის მოწყობა. კორპუსი, სადაც უსახლკაროები იცხოვრებენ ოთხსართულიანია.

საცხოვრებელი ფართით 48 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება. სოციალური საცხოვრისისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ ნახევარი ლარი გამოიყო. საცხოვრისის მშენებლობა უპრეცენდენტო შემთხვევაა.

შენობა მერიის მფლობელობაში დარჩება და ის არ გადაეცემა ოჯახებს როგორც საკუთრება. ფართები დროებით სარგებლობაში იქნება და როცა მოქალაქის მდგომარეობა გაუმჯობესდება ფართში სხვა უსახლკარო შესახლდება.

მოქალაქეების განცხადებებს სპეციალური კომისია განიხილავს, რომელმაც უნდა განსაზღვროს უსახლკარო მოქალაქეების განცხადებებს შორის რომელი დაკმაყოფილდეს.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი