გორის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

40

წინა სტატია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გორის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

მათივე ცნობით, თავშესაფარის შემოღობილ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული და კარანტინის შენობები, ვეტერინარული კლინიკა, ლაბორატორია, ვოლირები და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა განთავსდება.

“თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით, ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება”, – განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

გორის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტის დასრულება 2020 წელს არის დაგეგმილი.