გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია იწყება, გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა

545

წინა სტატია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის პარკის რეაბილიტაციაზე გამარჯვებული კომპანია – შპს „ენსისი“ გამოავლინა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი ზონების, ბავშთა ატრაქციონების, განათების ბოძების, საფეხმავლო ბილიკების და ბორდიურების მოწყობას. ასევე დაგეგმილია სკამების, სანაგვე ურნების, გამწვანების და მწვანე საფარის მოწყობა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ „პროექტის დასრულების შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა, სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება და 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია.