რუსთავის მუნიციპალიტეტსა და პროფესიულ კოლეჯ “მოდუსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

469

რუსთავის მუნიციპალიტეტსა და პროფესიულ კოლეჯ “მოდუსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, შეთანხმებას რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და “მოდუსის’’ დირექტორმა, კარლო კერვალიშვილმა მოაწერეს ხელი.

ხელმოწერილი შეთანხმებით, რუსთავის მუნიციპალიტეტი და “მოდუსი’’ მხარს უჭერენ პროფესიული განათლების კუთხით განხორციელებულ სხვადასხვა ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი და კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრის მომზადებას. მემორანდუმი გულისხმობს პროფესიულ სტუდენტებისა და მსმენელთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას ინფორმაციის ტექნოლოგიის მიმართულებით.

“ჩვენი თანამშრომლობა “მოდუსთან“ წელიწადზე მეტია გრძელდება, ჩვენ რამდენიმე ახალი პროფესიული გადამზადების კურსის დამატება მოვითხოვეთ, განათლების სამინისტროდან ელოდებიან ავტორიზაციას. ვიმედოვნებთ, რომ ამ თანამშრომლობით, ჩვენ შევძლებთ, რომ ერთ-ერთი სანიმუშო პროფესიული გადამზადების სასწავლო ცენტრი იყოს ,,მოდუსი”, – განაცხადა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები უზრუნველყოფენ ერთობლივი პროფესიული პროგრამების შემუშავებას და სასწავლო კურსების ჩატარებას. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სამუშაო პრაქტიკა გაიარონ ადგილობრივ მუნიციპალურ სამსახურებში.