ნაფეტვრებიდან-ქვემო წყლულეთამდე და ლისი-მუხათწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა

57

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხათწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე გამარჯვებული გამოავლინა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება, დაახლოებით, 12.8 მილიონი ლარია.

“სამუშაოები 20 კილომეტრზე მეტი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, წყალამრიდი მილების, გაბიონის, საყრდენი კედლის, მიერთებების, ეზოში შესასვლელების და ფოლადის თვალამრიდების მოწყობას ითვალისწინებს.

ნაფეტვრებიდან-ქვემო წყლულეთის და ლისი-მუხათწყაროს არსებული გზა გრუნტის იყო, რის გამოც მოსახლეობას და დამსვენებელს გადაადგილება ძალიან უჭირდა. განსაკუთრებით გადაადგილება რთულდებოდა წვიმის დროს, რადგან სანიაღვრეები არ არსებობდა და პირდაპირ გზაზე მიედინებოდა წყალი.

გზის რეაბილიტაციის შემდეგ კი მოსახლეობა და დამსვენებლები უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებენ”, – განმარტავენ სამინისტროში.