ზუგდიდში 20 საბავშვო ბაღი მუშაობას 16 სექტემბერს ვერ დაიწყებს

722

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღიდან 20 საბავშვო ბაღში სწავლა 16 სექტემბერს ვერ დაიწყება. მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია, რომელიც ამ დროისთვის ვერ ესწრება. ოცი ბაღიდან ორი – მესამე და მერვე საჯარო ბაღები ქალაქის ტერიტრიაზე მდებარეობს. დანარჩენი თვრამეტი კი სოფლებში. აქ სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. ინფორმაციას გამოცემა “ლაივპრესი” სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში აცხადებენ, ზოგიერთ ბაღში სავალალო მდგომარეობის გამო მასშტაბური სამუშაოები, ზოგან კი კოსმეტიკური რემონტი ჩატარდა.

ბაღებში წლის ბოლომდე კვების საკითხი მოგვარებულია და ამ მხრივ, როგორც განმარტეს, პრობლემები არ შეიქმნება.