თეთრიწყაროს მერიას 12 ქუჩის პროექტი უსასყიდლოდ გადასცეს

766

ა(ა)იპ მანგლისის განვითარების ფონდმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას დაბა მანგლისში 12 ქუჩის სარეაბილიტაციოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უსასყიდლოდ გადასცა.

“მომზადებული პროექტები სავალდებულო საექსპერტო შეფასების შემდგომ მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, დაფინანსების მიღების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარედგინება. პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 1 194 822 ლარს შეადგენს”, – განმარტავენ მერიაში.

საპროექტო დოკუმენტაცია მანგლისის განვითარების ფონდის წარმომადგენელმა 31 აგვისტოს დაბა მანგლისში გამართულ არტ-ფესტივალზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალურად გადასცა.