კალაძე: დაწყებულია მუშაობა, რომ “ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების პრობლემაც მოგვარდეს

570

წინა სტატია

შემდეგი სტატია

დაწყებულია მუშაობა, რომ “სვეტის“ მსგავსად “ცენტრ-პოინტის“ მშენებლობით დაზარალებულების პრობლემაც მოგვარდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია “m2 უძრავი ქონებას“ შორის დღე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც კომპანია “სვეტის“ მიერ დაზარალებული 2 500-მდე ოჯახი ბინას მიიღებს.

“ეს წარმატება არ არის საბოლოო, ამ 2 500 ოჯახის მსგავსად, უნდა ვთქვა, კიდევ არიან ადამიანები, ვინც სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ არიან დაზარალებულები, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ამის ერთ-ერთი “საუკეთესო მაგალითი“ არის “ცენტრ პოინტის“ თემა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და გვჯერა, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. როგორც თქვენს შემთხვევაში დადებითად და წარმატებით განხორციელდა ეს მოლაპარაკებები, ანალოგიური მიდგომა იქნება “ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულებთან მიმართებაში.

ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ “ცენტრ-პოინტის“ პრობლემაც მოგვარდეს და ერთიანი ძალისხმევით ანალოგიურად იქნება მოგვარებული ეს პრობლემა, როგორც ეს იყო „სვეტის“ დაზარალებულების შემთხვევაში,“- განაცხადა კახა კალაძემ.