ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

175

2019-2020 სასწავლო წელს ანდის დაწყებითი სკოლა მოსწავლეების გარეშე შეხვდება. სკოლის ერთადერთმა მოსწავლემ მეოთხე კლასი, მიმდინარე წელს დაასრულა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ანდრიაწმინდის სკოლის დირექტორის ლამზირა ჩხაიძის განმარტებით, (ამ სკოლასაა მიერთებული ანდის სკოლაც) ანდაში წელს ერთი პირველკლასელი ჰყავდათ, მაგრამ იმის გამო, რომ სკოლაში სხვა მოსწავლეები არ იყვნენ, მშობლებმა ანდრიაწმინდაში გადაიყვანეს.

“სამწუხაროდ, კონტიგენტი არ არის ამ სასწავლო წელს. ბავშვს ბავშვთან უნდა და ამიტომ ანდრიაწმინდის სკოლაში დარეგისტრირდა ანდის პირველკლასელი მოსწავლეც. თუ მომავალ წელს ბავშვები დარეგისტრირდნენ ანდის სკოლაში, ჩვეულ რიტმში გააგრძელებენ მუშაობას“, – განმარტავს ლამზირა ჩხაიძე.

ანდის დაწყებითი სკოლის ერთადერთი მასწავლებელი გაკვეთილებს ანდრიაწმინდის სკოლაში ჩაატარებს.

ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში 40 მოსწავლე და 19 მასწავლებელია. წელს ამ სკოლაში ხუთი პირველკლასელი ისწავლის. ანდელ მოსწავლეს სკოლის ავტობუსი მოემსახურება.