ხელვაჩაურის სოფელ აჭარისაღმართში წყლის სისტემა კეთდება

565
თბილისი gwp

სოფელ აჭარისაღმართში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 169 996 ლარს.

სამუშაოებს აწარმოებს შპს „ნაგო“. პროექტი ითვალისწინებს 50 – მდე ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველყოფას. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება.