ლანჩხუთში 14 საბავშო ბაღი რემონტდება

153

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 14 საბავშვო ბაღში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძემ აკეთის, მამათის, ეწრის, ქალაქისა და ნიგვზიანის საბავშვო ბაღები დაათვალიერეს.
სამუშაოებს შპს „საფუძველი 2014“ ასრულებს, რისთვისაც 90 423 ლარია გამოყოფილი.

სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 16 სექტემბერს განახლდება.