იმერეთის რეგიონში 200 – მდე სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

677

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილეები: ბესიკ გოფოძე და იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე 2019 წელს მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებზე, ხარვეზებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. აღნიშნული საკითხი რწმუნებულს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით, მაქსიმუმი კეთდება სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განახლებისთვის.

იმერეთის რეგიონში სულ 200 – მდე სკოლას უტარდება რეაბილიტაცია, სამუშაოებზე 9 020 000 ლარი დაიხარჯება. სკოლებში შენობების გადახურვები ხორციელდება, ფასადების მოწესრიგება მიმდინარეობს, ეწყობა შიდა ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები და მონტაჟდება გათბობის სისტემები.