წყალმომარაგების ქსელზე მოსახლეობის მხოლოდ 61.0 %-ია მიერთებული

647

საქსტატის წყალმომმარაგებელი საწარმოების გამოკვლევა 2016-ის მიხედვით, საქართველოს მხოლოდ 1.73 მილიონ მოქალაქეს აქვს წვდომა საკანალიზაციო სისტემაზე.

წყალმომარაგებით საქმიანობას ეწეოდა 18 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 207.9 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.

წყალმომარაგების ქსელზე მიერთებული იყო 2.27 მილიონი ადამიანი, რაც მოსახლეობის 61.0 %-ია; წყალარინების (კანალიზაციის) – 1.73 მილიონი (46.5 %), ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე – 1.26 მილიონი (34 %).

სტატისტიკა არ არის წარმოდგენილი რეგიონულ ჭრილში. სავარაუდოდ, ქალაქების კანალიზაციაზე წვდომის მაჩვენებლები ბევრად აღემატება რეგიონების მაჩვენებლებს.

კანალიზაციაზე წვდომა ყველაზე დაბალია აფრიკის ქვეყნებში – 15 %-ზე დაბალი. მაგალითად, ნიგერში – 10 %, სამხრეთ სუდანში – 6 %.

წყარო: იმედინიუსი