ფიქრია ჩიხრაძე: თვითმმართველობაზე უარის თქმა არ შეიძლება ფინანსების დაზოგვის მოტივით

633

თვითმმართველობა რაც უფრო ახლოს არის ხალხთან, მით უფრო მეტად გვარდება პრობლემები ადგილებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, თვითმმართველობების გაუქმება ვერანაირი დანახარჯის არგუმენტით ვერ მოხდება.

“თუ თქვენ ნახავთ იმ შეფასებებს, რომელსაც 2013 წელს რეფორმის განხორციელების დროს ჰქონდა ადგილი, მაშინ ეს იყო ძალიან პოზიტიურად შეფასებული. მაშინ საკმაოდ გათვლილი ჩანდა ეს ყველაფერი, დღეს ვერ ვიღებთ ანალოგიურ გათვლებს. შესაძლოა, გარკვეული დანახარჯები რეფორმას ჰქონდა, მაგრამ თვითმმართველობა რაც უფრო ახლოს არის ხალხთან, მით უფრო მეტად გვარდება პრობლემები ადგილებზე. ეს არის უალტერნატივო. ამის გაუქმება ვერანაირი დანახარჯის არგუმენტით ვერ მოხდება”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

წყარო: 1tv.ge