მარნეულის სოფელ აღმამედლოში სასმელი წყლის მასშტაბური პროექტი დასრულდა

508

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში დასრულდა სასმელი წყლის შიდა ქსელების მოწყობა, რომლითაც სოფელში მცხოვრები ყველა ოჯახი, (640 ოჯახი) სასმელი წყლით  უზრუნველყოფილია.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა, რომლის ფარგლებში ჯამში მოეწყო 20 600 მეტრის მოცულობის მილსადენი. დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილზე მოინახულეს ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, მოადგილე, ზვიად ჭუნაშვილმა და მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა.

ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფელ აღმამედლოში მცხოვრებ ოჯახებს ესტუმრნენ და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება ადგილობრივებს პირადად მიულოცეს.