გორის მერია 8 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს

48

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 8 სხვადასხვა პოზიციაზე, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე ვაკანსიები გამოაქვეყნა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, ვაკანტურია შემდეგი თანამდებობები: მეორადი სტრუქტურული ერთეულის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელი – თანამდებობრივი სარგო – 1 200 ლარი; ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 900 ლარი; შესყიდვების განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 900 ლარი; მეორადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 900 ლარი; მერის წარმომადგენლებისა და წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – 700 ლარი;
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ბუღალტერიის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 900 ლარი; მერის წარმომადგენელი ცენტრალური დასახლების პირველი უბნის ადმინისტრაციულ ერთეულში – 1 100 ლარი; მოსაკრებლის კონტროლის განყოფილების II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – 650 ლარი.

თითოეულ შემთხვევაში, მოთხოვნა უმაღლესი განათლება და 2-წლიანი სამუშაო გამოცდილებაა. როგორც ცნობილია, კანდიდატები ზეპირი დავალებით და გასაუბრებით შეირჩევიან.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მერიაში შიდა ცვლილებებია და ვაკანსიების გამოცხადების საფუძველი ცალკეულ განყოფილებებში პოზიციების გამოთავისუფლება და კადრების გადაადგილება გახდა.