თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

1394

ქვემო სამგორში, წმინდა ბარბარეს უბანში, ინფრასტრუქტურულ პროექტები მიმდინარეობსბს.

გამგეობის ცნობით, ნაკადულის ქუჩის მე-4 გასასვლელში, 3 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი აგებენ, ასევე, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი.

აღნიშნულ სამუშაოებს სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია “არსაკიძე 2000“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება კი 120 ათასი ლარია.

გარდა ამისა, წმინდა ბარბარეს უბანში წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც.

“ნაკადულის ქუჩის მეორე გასასვლელში 170 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. სამუშაოები N210, 211, 213, 214ა კორპუსების მიმდებარედ განხორციელდება. აღნიშნული პროექტით წმინდა ბარბარეს უბანში სანიაღვრე ქსელის მოწყობა დასრულდება, რის შემდეგაც ასფალტის საფარი დარჩენილ ქუჩებზე დაიგება”, – აცხადებენ სამგორის რაიონის გამგეობაში.