ქუთაისის მერიამ ჯიპების შეძენის პარალელურად, კუთვნილი ავტომობილი ჭიათურას გადასცა

1079

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ქუთაისის მერიამ ორი ჯიპის შეძენის პარალელურად, ბალანსზე არსებული ავტომობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტს გადასცა. “ტოიოტა პრადოს” მარკის ავტომობილის გადაცემას საკრებულომ ბოლო სხდომაზე მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ქუთაისმა ჭიათურას ავტომობილი დროებით სარგებლობაში მაღალმთიან დასახლებებში გადასაადგილებლად გადასცა. ავტომობილით ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნები სარგებლობდნენ.

კითხვაზე, რატომ ათხოვა მერიამ სხვა მუნიციპალიტეტს ავტომობილი, მაშინ, როდესაც თავად აპირებს შეძენას, ამის შესახებ პასუხს გამოცემა “ნიუპრესი” ჯერაც ელოდება.

ამასთან, მერიამ მაღალი გამავლობის ჯიპების შესაძენად 62 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.