გორის სოფელ ატენში, ერთკვირიანი უწყლოობის შემდეგ, წყლის დარიგება ცისტერნებით დაიწყეს

591

ატენში სასმელ წყალს ცისტერნით არიგებენ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, სადაც ერთ კვირაზე მეტია 600-მდე ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება, სასმელ წყლის დარიგება დაიწყეს, რის გამოც ცისტერნა ქუთაისიდან ჩაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

როგორც qartli.ge-ს მერის წარმომადგენელმა ნუგზარ მძინარიშვილმა უთხრა, წყალის დარიგება ოთხშაბათს დაიწყეს.

„შაბათ-კვირას ისევ ქუთაისში უნდა დაბრუნდეს, იქ უნდა დაარიგოს წყალი და ორშაბათს ისევ ჩამოვა. 5-6 დღე ასე მოგვიწევს

დარიგება. 10 ტონიანი ცისტერნაა, გორში ავსებს წყალს და ვურიგებთ მოსახლოებას. წყლის სათავე ნაგებობის მოწყობას ერთი თვე მაინც უნდა, იქამდე კი, ახალ დრენაჟს ვაკეთებთ და წყალს დროებით გავუშვებთ ცენტრალურ მილში. მაქისიმუმ 6 დღეში მიიღებს ყველა ოჯახი წყალს,“-გვითხრა მძინარიშვილმა.

ცნობსითვის, სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილია 3 უბანი. ზაოტის, მიხანაანთ და ვანიანთუბნის მოსახლეობა სასმელ წყალს უშედეგოდ ელოდება.

ატენში სასმელი წყლის რეაბილიტაცია 2016 წლის ზაფხულში დაიწყო და 2017 წელს უნდა დამთავრებულიყო. მეორე ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობის დროს სათავეში გრუნტის წყალი დაიკარგა.

წყლის დონე სათავე ნაგებობაში იმაზე ნაკლებია, ვიდრე მოსახლეობას ჭირდება.

პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოების შემდეგ საჭირო გახდა მესამე ეტაპის ჩატარებაც. მესამე ეტაპს დამთავრების ვადა 2019 წლის აპრილამდე მისცეს.