რიჟვაძე: ჩვენი დამოკიდებულება ინვესტორებთან არის სამართლიანი, გამჭვირვალე და ჯანსაღი

687

წინა სტატია

ჩვენი დამოკიდებულება ყველა ინვესტორთან არის სამართლიანი, გამჭვირვალე, ჯანსაღი და როცა სახელმწიფო სამართლიანად ექცევა ბიზნესს, რა თქმა უნდა, განვითარება, დინამიკა და ინვესტიციები არის შეუქცევადი პროცესი“, – ამის შესახებ მრავალფუნქციური კომპლექსის “ბათუმი რივიერას” პრეზენტაციაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

აჭარის მთავრობის პრესცენტრის ცნობით, “ბათუმი რივიერა“, რომელიც ახალ ბულვარში შენდება, არის ქართულ-გერმანული კომპანია “ჰოხბაუ”-ს 30 მილიონი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი. მრავალფუნქციურ კომპლექსში 70 ადამიანი დასაქმდება.

“წელს გვაქვს მართლაც უპრეცედენტო წელიწადი რეგიონში და უკვე დღეის მდგომარეობით შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ჩვენ ყველამ ერთად, განსაკუთრებით ეკონომიკურ გუნდთან ერთად, მუნიციპალიტეტის მთავრობასთან ერთად ჩვენ შევძელით 30 პროექტის განახლება, რომელთა საინვესტიციო ღირებულება არის 1 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით, არ გავჩერდებით და წლის ბოლომდე ჩვენი გეგმის შესაბამისად უნდა მოვახდინოთ 3 მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტების რეალიზება და მათი დაწყება წლის ბოლომდე. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რეგიონში 2 წლის ჭრილში შევქმნით 6 ათას ახალ სამუშაო ადგილს და ეს ნიშნავს, რომ გვეყოლება 6 ათასი ძლიერი ოჯახი“,- განაცხადა რეგიონის პირველმა პირმა ღონისძიებაზე სიტყვით მიმართვისას.

“ჰოხბაუ“-ს წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ „ბათუმი რივიერას“ პროექტი არის ევროპული გამოცდილების გამოძახილი და აფუძნებს ევროპულ სტანდარტებს.