2020 წლიდან მუნიციპალიტეტებს მცირე ზომის სკოლების მშენებლობა შეეძლებათ

291

სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კვლავ გაგრძელდება და მომავალ წელს უკვე მუნიციპალიტეტებსაც შეეძლებათ მცირე ზომის სკოლების მშენებლობის დაწყება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2020-2021 წლებში ეტაპობრივად 8 400 მოსწავლეზე გათვლილი 63 ახალი სკოლის მშენებლობა და 87 არსებული სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდება.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ წელს პირველად მუნიციპალიტეტები სკოლებში 20 მილიონი ლარის მცირე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებენ, რის შედეგადაც წლის ბოლომდე 642 სკოლაში პირველი რიგის საბაზისო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.