თბილისის მერიამ მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგი დაიწყო

874

თბილისის მერის დავალებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მობილურმა ჯგუფებმა მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგის მიზნით უკვე 35 მარშრუტი შეამოწმეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ გაგრილების სისტემები ჩართულია მიკროავტობუსების მხოლოდ 20%-ში. მერიის მონიტორინგის ჯგუფები კომპანიას რეაგირებისთვის გადასცემენ იმ მიკროავტობუსების სიას, რომლებსაც მგზავრების გადაყვანისას კონდიციონერები გამორთული ექნებათ. კომპანია თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

წყარო: ინტერპრესნიუსი