ჩუღურეთის რაიონში აგარის ქუჩაზე ბორდიურებს აწესრიგებენ

585

წინა სტატია

ჩუღურეთის რაიონში აგარის ქუჩაზე 265 მეტრზე ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს.

“აგარის ქუჩის მოწყობის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. გასულ თვეში ასფალტის საფარი დაიგო. ამ დროისთვის კი ბორდიურები ეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ექნება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ, მოწესრიგდა მიმდებარე ქუჩებიც“, – განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ სამუშაოების დათვალიერებისას.

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.