სიღნაღში მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება

531

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების დასრულების შემდეგ, მერიაში მოქალაქეების მიერ დამუშავებული 100-მდე პროექტი შევიდა, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას ეხება.

როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სამ ზონად დაიყო, რომელსაც თავისი კოორდინატორები ყავს.

“პირველი ზონა მოიცავს ქალაქ სიღნაღს, ნუკრიანს, მაღაროს, ბოდბეს და ილიაწმინდას. მეორე ზონა – ქალაქ წნორს, საქობოს, ვაქირს და ანაგას. მესამე კი ბოდბისხვს, ჯუგაანს, ტიბაანს, ძველ ანაგას და მაჩხაანს.

თითოეულ ზონას ყავს ერთი კოორდინატორი, რომლის ძირითადი მოვალეობა პროექტის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის ხელშეწყობაა, ამასთან, ევალება მოქალაქეების დახმარება განაცხადის შევსებაში და საჯარო შეხვედრების მოწყობა. კანდიდატები კონკურსის წესით შეირჩნენ. აღნიშნული პროექტი მუნიციპალიტეტში წელს პირველად ხორციელდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი აქტიურად ჩაერთო პროცესებში და შედეგად სოფლებიდან ასამდე საპროექტო წინადადება შემოვიდა.

მონაწილეობითი ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ამიტომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ მის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალება მისცა მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში. პროექტი ხორცილედება, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთს განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლიდარობის ფონდი PL საქართველოს ხელშეწყობით’’,- განაცხადეს სიღნაღის მერიაში.