უსაფრთხოების მიზნით ცენტრალურ ავტობანზე სახანძრო-სამაშველო მანქანა იმორიგევებს

139

საანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გზებზე უსაფრთხოების გაზრდის და პრევენციის მიზნით გადაწყვიტა, რომ ცენტრალურ ავტობანზე მორიგეობა დააწესოს.

“როსენბაუერის სახანძრო-სამაშველო მანქანა დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე ავტობანზე იმორიგევებს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევებზე რეაგირებას კიდევ უფრო ოპერატიულს გახდის”,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.