სტიქიის პრევენციისთვის გურჯაანში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

619

სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხევების გაწმენდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ტელეკომპანია გურჯაანი ავრცელებს.

საფრთხის შემცველი ხევების სარეაბილიტაციოდ და გასასუფთავებლად მთავრობის განკარგულებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარი გამოეყო.

სამუშაოები უკვე ჩატარდა კალაურის და ჭანდრის ხევებზე, ასევე, მიმდინარეობს ქალაქ გურჯაანში ე.წ ნავთის ხევის, კარდენახისა და ჭერმის ხევების გაწმენდაც. რამდენიმე დღეში სამუშაოები დაიწყება სოფელ ბაკურციხის ხევზეც.

შეგახსენებთ, რომ ეს ხევები მოსახლეობას უამინდობის დროს განსაკუთრებლ საფრთხეს უქმნის.