ხობის სოფელ ნოჯიხევში N2 საჯარო სკოლას არემონტებენ

813

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლაში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ხობის მერიაში აცხადებენ, სკოლა შშმ პირებზე იქნება ადაპტირებული.

“ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე იქნება ადაპტირებული. პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება კი 38 374 ლარს შეადგენს”, – განმარტავენ ხობის მერიაში.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N207 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის 530 000 ლარი გამოეყო.