გორის საბავშვო ბაღების სააგენტომ 5 კომპანია დააჯარიმა

877

მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ სხვადასხვა კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 5 კომპანია დაჯარიმდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

პირგასამტეხლომ საერთო ჯამში 4 077. 77 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო 2 კომპანიასთან ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება.

ცნობილია, რომ გორის რაიონულ სასამართლოში სააგენტოს იურისტების მიერ, წარმოებული იყო 2 საქმე, რომელთაგანაც ერთი საქმის განხილვა დასრულებული არ არის.