საოკუპაციო ძალები გამყოფ ხაზთან რეიდებს იწყებს

621

საოკუპაციო ძალები გამყოფ ხაზთან რედიებს იწყებენ. ამის შესახებ დე-ფაქტო ცხინვალის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კერძოდ, ე.წ. უშიშროების კომიტეტის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში ე.წ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სასაზღვრო ორგანოები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ სასაზღვრო სოფლებში კონტროლს გაამკაცრებენ.

„მიმდინარე წლის სექტემბერში, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სასაზღვრო ორგანოები გეგმავს ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს სასაზღვრო სფეროში დანაშაულის პრევენციას.

ღონისძიებების კომპლექსში ასევე შედის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის კონტროლის გაძლიერება. სასაზღვრო ზონაში პირთა სატრანსპორტო საშუალებების გადასვლისა და ყოფნის წესის მოწესრიგება. სასაზღვრო დასახლებულ პუნქტებში გახშირებული გრაფიკით შემოვლების განხორციელება. მოვუწოდებთ სასაზღვრო დასახლებებში მაცხოვრებელ პირებს, სახლიდან გასვლისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რათა თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობა. ასევე, გაგებით მოეკიდონ იმ დისკომფორტს, რომელიც შეიძლება შეიქმნას დაგეგმილი ღონისძიების განხორციელებისას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ცოდნის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების გამო, საოკუპაციო რეჟიმი 4 სექტემბრის 20:00 საათიდან ორი დღით საქართველოს ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს“.