ვაკის გამგეობის სერვისცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

60

ვაკის რაიონის გამგეობის პირველ სართულზე განთავსებული სერვისცენტრის რეაბილიტაცია იწყება, – ამის შესახებ ვაკის რაიონის გამგეობაში აცხადებენ.

“12 აგვისტოდან მოქალაქეებზე ორიენტირებული, თანამედროვე, კომფორტული და ადაპტირებული სივრცის შექმნის მიზნით, ვაკის რაიონის გამგეობის პირველ სართულზე განთავსებული სერვისცენტრის რეაბილიტაცია იწყება.

ამასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს საჭირო მომსახურება – ადგილზე ინფორმაციის მიწოდება და განაცხადების ჩაბარება დროებით, ნოემბრამდე ვაჟა-ფშაველას გამზირის N99-ში შეეძლებათ”, – ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.