ქუთაისის ბიუჯეტი 2 მილიონ ნახევრამდე ლარით გაიზარდა

765

ქუთაისის ბიუჯეტი 2 მილიონ ნახევრამდე ლარით გაიზარდა. რაც ოპოზიციამ მოახლოებულ არჩევნებს დაუკავშირა. ამ ბრალდებაზე ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ისაუბრა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

“ყველა კარგ ცვლილებას ოპოზიცია უკავშირებს არჩევნებს. შარსან იყო არჩევნები, წელს არის არჩევნები, მომავალ წელს არის არჩევნები, ანუ თითქმის ყოველ წელს და ჩვენ დავჯდეთ და არაფერი გავაკეთოთ? ეს ხომ აბსურდია. როცა ოპოზიცია ამბობს, რომ საარჩევნოდ აკეთებენ ყველაფერსო ეს ხანდახან მიხარია, რადგან აღიარებენ, რომ ქალაქში ხალხისთვის ბევრი რამე კეთდება, ანუ ყოველ წელს კეთდება. თუ შარშან კეთდებოდა, წელს კეთდება და მომავალ წელს გაკეთდება ესე იგი ყველაფერი კარგადაა. ასფალტს,რომ დააგებ და ამომრჩეველს ეტყვი ამის გამო მომეცი ხმაო ეს მისი შეურაცყოფაა. ამომრჩეველს თუ მოსწონს შენი პოლიტიკური ხედვა მოგცემს ხმას თუ არა და არა.

ამ ეტაპზე ცენტრალური გზები კაპიტალურად არ კეთდება იმიტომ, რომ კანალიზაციის პროექტი უნდა დაიწყოს რაც ათეული წლების პრობლემაა ქუთაისში. ​ გაურკვეულ უბნებს არც არასოდეს ქონია კანალიზაცია. გაკეთებული გზის ხელახლა გადაჭრას ვარჩიეთ არ შევეხოთ ცენტრალურ გზებს და დროებით ორმოულით გავაკეთოთ და მეორეც ზედმეტი ხარჯი არ გავწიოთ. თანხები ამხანაგობების პროექტებში გადავიტანეთ, რაც ნიშნავს მეტი ეზოს მოწესრიგებას, მეტ მისასვლელ გზას, კაპიტალურად გადახურულ და მოწესრიგებულ სადარბაზოს. ბინაში კანალიზაციის და წყლის მოწესრიგებას. სპორტული მოედნებისა და ტრენაჟორების მოწყობას. სწორედ ამ ყველაფერზე იძახის ოპოზიაცია რატომ აკეთებთო, ეს ხომ აბსურდია. ქუთაისისი ბიუჯეტი იყო ძალიან პატარა რაც მნიშვნელოვნად გავზარდეთ. “განაცხადა შოთა მურღულიამ.

წყარო: ipress.ge