გორის მერის ახალ მოადგილედ პაატა ივანიშვილი დაინიშნა

1152

სტატიის გაგრძელება

გორის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის მოადგილედ პაატა ივანიშვილი დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ეკატერინე სუხიშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე 22 აგვისტოს დატოვა. ინფორმაციასრადიო მოზაიკა ავრცელებს.

კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ახალი მოადგილე გამოცდილებითა და კაცობით შეარჩია.

“ეს ადამიანი შევარჩია თავისი გამოცდილებით, მენეჯერობით, და კაცობით. სახელმწიფო რწმუნებულის რკომენდაცია მის დანიშვნასთან დაკავშირებით, არ ყოფილა”, – აღნიშნა გორის მერმა.

შეგახსენებთ, რომ გორის მერის მოადგილის პოსტზე პაატა (პაკო) ივანიშვილის მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ, რადიო “მოზაიკას” ინფორმაცია ეკატერინე სუხიშვილის თანამდებობიდან წასვლის დღიდან ჰქონდა. ამ დრომდე, ივანიშვილი წყლის კომპანიის სერვისცენტრის მენეჯერი იყო.