გორის სოფელ ფხვენისში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა

676

გორის სოფელ ფხვენისში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა. 5232 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ი/მ კახა დათაშვილმა აწარმოა.

პროექტის მიხედვით განხორციელდა ოთახების კოსმეტიკური რემონტი და მოეწყოგათბობის სისტემა. ამბულატორია 1 200 – ზე მეტ ადამიანს ემსახურება.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ 2019 წელს გორის მერია 5 სოფლის – ახალდაბის, ბერბუკის, ძევერის, საქაშეთისა და ფხვენისის ამბულატორიების შენობების რეაბილიტაციას აცახორციელებს. გარდა ამისა, უწყება ტინისხიდში ახალი ამბულატორიის შენობასაც აშენებს.

სამუშაოებისთვის ჯამში 128 572 ლარი იხარჯება.