ზესტაფონში მარტოთუბნისა და სანახშირის გაზიფიცირება დაიწყო

466

ზესტაფონში მარტოთუბნისა და სანახშირის გაზიფიცირება დაიწყო. ზესტაფონის მერიის ცნობით, სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში 32 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს.

“პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება და დასრულების შემდეგ 350-მდე აბონენტი ბუნებრივ აირს მიიღებს”, – ამბობენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 3 სოფლის გაზიფიცირება მიმდინარეობს. ამასთან, სადგურ სვირში ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა. მიმდინარე პროექტის განხორციელების შემდეგ დამატებით ბუნებრივ აირს 600 აბონენტი მიიღებს.

სანახშირის ადმიმისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოები 2019 წლის აგვისტოში დაიწყო და ნოემბრის თვეში დასრულდება.