გორის მერია საგზაო მონიშვნებისთვის 350 000 ლარის საღებავს იყიდის

682

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საგზაო მონიშვნის საღებავების და მისი თანმდევი მომსახურების (დახაზვის) შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 350 000 ლარია, რომელიც შესაძლოა ტენდერის დასრულების შემდეგ შეიცვალოს. ინფორმაციას გორის სათემო რადიო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, გორის ქუჩებზე ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, ქუჩის სავალ ნაწილზე დატანილი უნდა იქნეს ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნები თერმო და ცივი პლასტებით.მოინიშნება ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელები, ღერძულა, წყვეტილი, სარეზერევო,

სასაზღვრო, გამყოფი, სდექ-ხაზები, მიმმართველი ისრები, უსაფრთხოების კუნძულები, ავტობუსის გაჩერებები, ავტოსადგომები და მოქმედი სტანდარტით, „საგზაო მონიშვნები“ გათვალისწინებული სხვა სახის მონიშვნები.