თბილისში ქუჩებს ბზის, ნეკერჩხლისა და ლისის იასამნების სახელები მიენიჭა

1438

თბილისში ქუჩებს ბზის, ნეკერჩხლისა და ლისის იასამნების სახელები მიენიჭა. განკარგულება დედაქალაქის საკრებულომ მიიღო და ის „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

საუბარია საბურთალოს რაიონში, 112-ის შენობის მიმდებარედ, ლისის ქუჩის მონაკვეთებზე.

საკრებულომ მერიას 4-თვიან ვადაში განკარგულების შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაავალა.