სტეფანწმინდაში ახალი საფეხბურთო მოედანი გახსნეს

849

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიასთან ახალი საფეხბურთო მოედანი გაიხსნა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საფეხბურთო მოედანი სტეფანწმინდისა და ხობის მთავარეპისკოპოსის მეუფე იეგუდიელისა და დარიალის მონასტრის წინამძღოლის მამა იოსების ინიციატივით მოეწყო.

მათივე ცნობით, აღნიშნულ მოედანზე გიმნაზიის მოსწავლეების გარდა, ფეხბურთის თამაში მთელი რეგიონის მოსახლეობას შეეძლება.

გარდა ამისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გიმნაზიის მოსწავლეებს საჩუქრად ფეხბურთის ბურთები, ფორმები და სხვადასხვა ინვენტარი გადასცა.