„ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“ – მიიღე მონაწილეობა და იზრუნე შენი დასახლების განვითარებაზე

3854

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში – ჭიათურაშიტყიბულშიცაგერშიხაშურსა (სურამიდა გარდაბანში იწყება პროექტი „ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“, რომლის მიზანია, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა საკუთარი ქალაქის თუ დაბისგანვითარების ხელშემწყობი პროექტები შექმნანგამარჯვებული გუნდის წევრები ჩეხეთშისასწავლო ტურით გაემგზავრებიანგამარჯვებული იდეა კი განხორციელდება.

პროექტს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის არაკომერციული ორგანიზაცია „აგორა“ ახორციელებს. ამასთან, თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლენილ საუკეთესო იდეის დაფინანსების საკითხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსამინისტრო დამატებით განიხილავს.

პროექტის მიზანია ჭიათურის, ტყიბულის, ცაგერის, სურამისა და გარდაბნის ახალგაზრდების ჩართვა იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მიმართულია ურბანული განვითარებისათვის.

პროექტის ამოცანებია:

  •  ჭიათურის, ტყიბულის, ცაგერის, სურამისა და გარდაბნის ახალგაზრდების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება ურბანულ განვითარებაში, ადგილობრივი პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენების, ადვოკატირების, სამოქალაქო აქტივიზმისა და პროექტების წერის მიმართულებით.
  • სამიზნე ლოკაციებში ურბანულ განვითარებაზე მიმართული პროექტების და კონცეფციების შექმნა.
  • ახალგაზრდებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ეფექტური სამუშაო კავშირების დამყარება.
  • მდგრადი და ფუნქციური მექანიზმის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მხარეებს აქტიობის საქართველოს სხვა რეგიონებში განხორციელებისათვის.
  • პროექტის მიზნები სრულ თანხვედრაშია გაეროს განვითერბის პროგრამის „Promoting Participatory Urban Development through Youth Engagement“ (ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერება ურბანული განვითარების პროცესში).

პროექტი ითვალისწინებს:

  • ურბანულ განვითარებაზე მიმართული კონცეფციებისა და პროექტების კონკურსს, რათა სამიზნე ლოკაციების ახალგაზრდები ჩაერთონ ადგილობრივი ურბანული განვითარების პროცესში.
  • სამიზნე ლოკაციებში მცხოვრები ახალგაზრდობისათვის ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტების გამოყენების, ადვოკატირების, სამოქალაქო აქტივიზმისა და პროექტების წერის უნარ-ჩვევებისა და ცოდნის ამაღლებისათვის ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას.
  • სპეციალური სასწავლო ტურის ჩატარებას ჩეხეთის რესპუბლიკაში, რათა სამიზნე ლოკაციებში (ჭიათურა, ტყიბული, ცაგერი, სურამი და გარდაბანი) მცხოვრები ახალგარზრდები გაეცნონ ევროპულ გამოცდილებას ადგილობრივ ურბანულ განვიტარებაში სამოქალაქო ჩათულობის ევროპულ გამოცდილებას.
  • მგდრადი და ფუნქციონალური მექანიზმის შემუშავებას, რათა პროექტით დაგროვილი გამოცილების გაზიარება მოხდეს საქართველოს სხვა რეგიონებზე.