მცხეთის მერია “დრესკოდთან” დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

709

წინა სტატია

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია “დრესკოდთან” დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთვაზობთ.

“მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოალაქეთა მიღება ხდება ყოველდღე 09:00 საათიდან -18:00 საათამდე, შესვენების გარეშე. საჯარო დაწესებულების გამართულად და მოქალაქეთა მიღების ორგანიზების გაუმჯობესებას, მერიის მხრიდან მუდმივად დიდი ყურადღება ექცევა.

ჩვენი მიზანია შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც, მოქალაქეები და თანამშრომლები თავს იგრძნობენ საქმიანად და კომფორტულად.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მოქალაქეთა მისაღებში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განვმარტავთ შემდეგს: ადმინისტრაციულ შენობაში დაშვების პირობები შემუშავებულია საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად, რაც არასდროს ყოფილა ხელისშემშლელი პირობა, მოქალაქეები თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდნენ შენობაში, შეხვდნენ ნებისმიერ თანამდებობის პირს ან თანამშრომელს, განახორციელონ თავისი კონსტიტუციური უფლებები და მიიღონ საჯარო დაწესებულების სერვისები’, – განმარტავენ მერიაში.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მცხეთის მერიამ “დრესკოდი” დააწესა, რომელიც მხოლოდ კაცებზე ვრცელდებოდა.