ვაზისუბანში ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, სკვერი მოეწყო

1012

ისნის რაიონნში, ვაზისუბანში, ონაშვილის N9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით ავტოფარეხებს დემონტაჟი ჩაუტარდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოაწყო.

გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, რეკრეაციულ სივრცეში ბავშვთა გასართობი მოედანი
განთავსდა, სადაც სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო კალათბურთისა და ფეხბურთის სპორტული მოედანი, დამონტაჟდა მოსასვენებელი სკამები და სანაგვე ურნები.

სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა; დამონტაჟდა LED განათების სისტემა; ჩატარდა გამწვანების სამუშაოები; სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო ფიტნეს ზონაც.

რეკრეაციული სივრცის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 50 215 ლარი დაიხარჯა.