ახალციხის მუნიციპალიტეტის 14 სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

550

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო.

ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს სოფლების ურავლის, წნისისა და აწყურის საჯარო სკოლებში. ურაველში და წნისში სანიტარული კვანძები ეწყობა, ხოლო აწყურის საჯარო სკოლაში შენობის სახურავი და ელექტროგაყვანილობა იცვლება.

მთავრობის განკარგულებით, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით 760 000 ლარი გამოეყო. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 14 საჯარო სკოლაში 18 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება.