პარტიები დაფინანსებას არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად მიიღებენ, მცირე პარტიებს კი შედარებით მეტ დაფინანსებას გამოუყოფენ

551

წინა სტატია

2020 წლის არჩევნებზე მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პარტიების დაფინანსების მოდელი უფრო სამართლიანი გახდება და ყოველი პარტია დაფინანსებას არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად მიიღებს.

“შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით. მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.