სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით პლაკატები – “გახარია წადი” მიიტანეს

1249

სამტრედიის საკრებულოს ოპოზოციონერმა დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საკრებულოს სხდომაზე პლაკატები “გახარია წადი” მიიტანეს. წითელი ბარათებით დეპუტატებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ოცი ივნისის მოვლენები და მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მამუკა ბიბილეიშვილის განცხადებით, მათი პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე შინაგა საქმეთა მინისტრი არ გადადგება.

“სხდომაზე მივიტანეთ პლაკატები წარწერით “გახარია წადი”, კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ განვითარებული მოვლენები და ის, რომ მინისტრი ამ დრომდე თანამადებობაზე რჩება. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ საკრებულოს სხდომებს და არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრებში, ვიდრე გახარია არ წავა, იქამდე კი ყველა სხდომაზე გვექნება ეს პლაკატები”,-განაცხადა მამუკა ბიბილეიშვილმა.

მისი თქმით, მათ ქმედებას უმრავლესობის პროტესტი მოყვა, რადგან  ისინი განვითარებულ მოვლენებში აქციის მონაწილეებს ადანაშაულებენ.