აჭარის უმაღლეს საბჭოში ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა იწყება

645

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.  ინფორმაციას ინტეპრესნიუსი ავრცელებს.

როგორ აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, უმაღლესი საბჭოს წევრების – დავით გაბაიძისა და ილია ვერძაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის რეგულირებას უკავშირდება.

“შესაბამისი დადგენილების პროექტი – საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით, საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე, სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა – ილია ვერძაძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვასთან დაკავშირებითაც, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხვიჩა შარაშიძემ წარმოადგინა”, – აცხადებენ უმაღლეს საბჭოში.