თბილისის მერია საბავშვო ბაღების საკვებით მოამარაგებისთვის კომპანიას ეძებს

214

წინა სტატია

თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებაზე ტენდერი გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც კომპანია “ნილთან”, რომელიც ბაღებს საკვებით ამარაგებდა, ხელშეკრულება გაწყდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბაგა-ბაღებს თავადვე უწევდათ საკვებზე ზრუნვა, 27 მაისიდან 1 ივლისამდე კი მათ კომანია “მზიური” ამარაგებდათ. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.

ახალი სასწავლო წლისთვის კი მერიამ სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა, რომლის ღირებულება 17 მილიონი ლარია. ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ თბილისის მასშტაბით არსებულ ბაგა-ბაღებს საკვები 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიაწოდოს.

წინადადებების მიღება სახელმწიფო შესყიდვაში 14 აგვისტოს იწყება და 16 აგვისტოს სრულდება.

მიმდინარე წლის მაისში კომპანია “ნილთან”, რომელიც ბაღებს საკვებით ამარაგებდა, ხელშეკრულება გაწყდა.

თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში პროდუქტებით მომარაგების პროცესში ხარვეზები გამოვლინდა.

“საკვების შემოწმება ხდებოდა სხვადასხვა ინსტანციის მიერ, როგორც მერიის შიდა აუდიტის, ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საკრებულოს თუ ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მხრიდან. ამდენად, კომპანია „ნილი“ თავის მოვალეობას ბოლო პერიოდამდე წარმატებით ასრულებდა, რასაც ვერ ვიტყვით კომპანიის საქმიანობაზე უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

კომპანია “ნილი” მანამდეც რამდენჯერმე იყო დაჯარიმებული გარკვეული დარღვევების გამო.