თბილისში, ისანში, კიდევ ერთი გმირის, შმაგი სოფრომაძის ქუჩა გაიხსნა

194

თბილისში, ისნის რაიონში არსებულ ერთ-ერთ ქუჩას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი მიენიჭა. გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მიიღო.

ქუჩისთვის სახელის გადარქმევის გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 2018 წლის 11 სექტემბერს მიიღო და დღეს, სიმბოლურად 8 აგვისტოს ქუჩა ოფიციალურად გადაინომრა.

შმაგი სოფრომაძის სახელი ისნის რაიონში, ე.წ. „სამხედრო ქალაქში“, გიორგი ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭება.

უმცროსი სერჟანტი, უშანგი (შმაგი) სოფრომაძე 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. ის 6 თანამებრძოლთან ერთად ოკუპანტების ტყვეობაში აღმოჩნდა და წამებით მოკლეს. ის 24 წლის იყო. მას მეუღლე და 2 პატარა ბიჭი დარჩა. შმაგი სოფრომაძეს გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა.