ადიგენი-გოდერძის გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

191

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (სნგკ) „ადიგენი-გოდერძის“ 33 კმ-იანი სიგრძის ახალი გაზსადენის მშენებლობა დაიწყო.

კორპორაციის ცნობით, 300 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის სამშენებლო ტერიტორიაზე უკვე მოიხსნა მიწის ნაყოფიერი ფენა, განლაგდა მილები და დაწყებულია შედუღების პროცესი.

გაზსადენის მშენებლობას სნგკ-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯი-პი-სი“ უზრუნველყოფს.

სამუშაოების დასრულება 2019 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

კორპორაცია აცხადებს, რომ მაღალი წნევის გაზსადენის – „ადიგენი-გოდერძის“ მშენებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნისა და აჭარის მაღალმთიანი ზონის განვითარებისათვის. საკურორტო ზონა – გოდერძის არასოდეს ჰქონია გაზმომარაგების რამე ალტერნატიულ წყარო. პროექტის განხორციელების შედეგად ბუნებრივ აირს მიიღებენ მაღალმთიანი კურორტები გოდერძი და ბეშუმი, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.