ცაგერის სოფლებში ამბულატოროების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინაროებს

889

ცაგერის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში სამედიცინო ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ორ სოფელში კი ახალი ამბულატორია შენდება.

რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფლებში: უსახელოში, ოყურეშში, ლასურიაშში, ღვირიშში, ალპანაში, ტვიშში, ჩხუტელსა და ლაილაშში. პროექტების საერთო ღირებულებაა 183 478 ლარი.

სოფელ ორბელსა და სოფელ ქვედა ცაგერში კი შენდება ახალი სამედიცინო ამბულატორიები. საერთო ღირებულებით -164 000 ლარი.